суббота, 24 октября 2009 г.




პროექტის სახელი:
მითი და რეალობა გერგეტის ტაძრის სამების შესახებ.

პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის მონაწილეები მოიძიებენ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის „ყაზბეგის“ ღირსშესანიშნავი ძეგლების ისტორიას.

პროექტის სრული აღწერა:
მონაწილე მოსწავლეები გამიკვლევენ და გაეცნოებიან ყაზბეგის ბუნებრივ გეოგრაფიულ მდებარეობას და მის ისტორიულ მნიშვნელობებს. მთის მოსახლეობის ტრადიციებს, მონაწილეები არკვევენ ამ ტაძრის სახელის წარმოშობის ისტორიას, არქიტექტურას, მხატვრობას, ფერწერას. ასევე მოიძიებენ ქართულ მითოლოგიაში საბასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ინფორმაციას დაურთავენ ფოტო და ვიდეო მასალას.

მონაწილეთა ასაკი: 14-15

ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები:
მასალების მოძიება ინტერნეტით. დამხმარე ლიტერატურის საშუალებით საკუთარი კუთხეების გეოგრაფიული მდებარეობის შესწავლა. მოსწავლეებში კვლევა ძიების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

მოსალოდნელი შედეგები:
მთავარი შეგედი იქნება ის, რომ მოხდება ფასეულობების გაძლიერება, სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, როგორიცაა ინტერნეტი, ინტერვიუ, წერილები. შეისწავლიან ადგილმდებარეობის ისტორიას , შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. მოიძიებენ ფოტო მასალას და შექმნიან სლაიდებს.

სასარგებლო სხვებისთვის:
მოსწავლეები იკვლევენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარი კუთხის ისტორიას და აცნობენ კულტურათა ფასეულობებს.

სამუშაო ენა:
ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია: შეისწავლიან სამების ტაძრის ისტორიას.
გეოგრაფია: შეისწავლიან მის გეოგრაფიულ მდებარეობას.
ხელოვნება: გაეცნობიან, სამების ტაძრის არქიტექტურას, ფერწერას.
ისტ: ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ფოტო მასალას და შექმნიან სლაიდებს.

პროექტის ფასილიტატორი:
თამილა არაბული
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: tamunaarabuli@gmail.com